თბილისში, 3 დეკემბერს, ფეხბურთში ფინალური რეგიონალური ტური „MASTER LIAGUE 7×7“ გაიმართა

3 დეკემბერს, 7×7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ქ. თბილისში, ფეხბურთში ფინალური რეგიონალური ტური „MASTER LIAGUE 7×7“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ტურში ლაგოდეხის გუნდი „ჰერეთი“ ყვარლის მუნიციპალიტეტის გუნდს შეხვდა და ანგარიში, ლაგოდეხის გუნდის სასარგებლოდ, 2:0 დასრულდა.

„ვულოცავთ გუნდ „ჰერეთს“ კახეთის რეგიონალური მასტერ ლიგის ჩემპიონის ტიტულს და წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც ყველა რეგიონის გამარჯვებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები