ზესტაფონში ინოვაციური პროექტი „საუკეთესო სტარტი შშმ ბავშვთა განვითარების ადრეული მხარდაჭერა“ განხორციელდა

ზესტაფონის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში ინოვაციური პროექტი „საუკეთესო სტარტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განვითარების ადრეული მხარდაჭერა“ განხორციელდა. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში „ორიონი“ მოეწყო თერაპიული ოთახები სრული აღჭურვილობით 0-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის.

პროექტის პრეზენტაციას პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი. ტჩევის საგანმანათლებლო ასოციაციის ხელმძღვანელი, ვოიცეხ რინცი, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, არამედ იმერეთის რეგიონისთვის. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, „ორიონში“ 8 თერაპიული კაპინეტი მოეწყო, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შშმ ბავშვებისთვის“,- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, კულტურისა და შემოქმედების ცენტრში „ორიონის“ ორგანიზებით სპექტაკლის ჩვენება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები