“პორტი, რომელიც არ აშენდა” – შტეფან ტოლცის ახალი ფილმი საქართველოს “საუკუნის პროექტზე”

რეჟისორმა შტეფან ტოლცმა საქართველოს შესახებ ახალი ფილმი გადაიღო.

შტეფან ტოლცი

“პორტი, რომელიც არ აშენდა” – ასე ჰქვია რეჟისორის ახალ ნამუშევარს, რომლის სპეციალური ჩვენებაც შაბათს, 10 დეკემბერს, 16:00 საათზე კინოთეატრ ამირანში, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, შედგება.

“პორტი, რომელიც არ აშენდა” რეჟისორის მეოთხე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია საქართველოს შესახებ და კვლავ საქართველოს ისტორიული განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ანაკლიის პორტის მშენებლობა.

ცნობისთვის, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ შტეფან ტოლცი საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. 1993 , 2002, 2013, 2022 წლები. 10 წლის წინ, 2013 წელს, მან წარმოადგინა ფილმი “სრული სვლით დასავლეთისკენ”. ფილმი, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები