დონეცკის ოლქში, ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა

დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დონეცკის ოლქი – დღეს რუსეთის არმიამ ქალაქ კურახოვეს ძალიან სასტიკი, აბსოლუტურად წინასწარ გათვლილი დარტყმა მიაყენა – კერძოდ კი, მშვიდობიან მოსახლეობას, უბრალო ხალხს, ბაზარში, ლიფტში, ბენზინგასამართ სადგურზე, ავტოსადგურზე, საცხოვრებელ კორპუსში. ამ დროისთვის დაღუპულთა სიაში ათი ადამიანია, ბევრი დაჭრილია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მანამდე რეგიონის ხელისუფლებამ რვა დაღუპულის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები