ზელენსკი: რუსებისგან 1 888 დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ, ამდენივე ჯერ კიდევ ოკუპირებულია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დამცველებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

მისი თქმით, უკრაინის ამდენივე ქალაქი და სოფელი კვლავ ოკუპირებული რჩება.

„24 თებერვალს რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ტოტალური ომი დაიწყო. ეს არის ომი გადარჩენისთვის. ასობით ჩვენი ქალაქი და სოფელი რუსების დარტყმების გამო უბრალოდ დაიწვა.

ჩვენ უკვე მოვახერხეთ 1 888 დასახლებული პუნქტის ოკუპაციისგან გათავისუფლება. თუმცა, უკრაინის თითქმის ამდენივე ქალაქი და სოფელი ოკუპაციის ქვეშ რჩება. ეს ნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე მილიონობით ადამიანის ბედი წყდება.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი ხალხი დავტოვოთ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ! რუსეთის საფილტრაციო ბანაკებში, სადაც ათასობით ადამიანი უკვე დაიკარგა და რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ასიათასობით უკრაინელი იძულებით იქნა დეპორტირებული… ჩვენ შეგვიძლია გავათავისუფლოთ ისინი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკის მხარდაჭერა უკრაინას რუსული ტერორისგან იცავს და იმედს იძლევა.

მისი თქმით, მხარდაჭერა „არ არის პოლიტიკა, ეს არის ცხოვრება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები