“ესტონეთი უკრაინიდან ლტოლვილებს ვეღარ იღებს” – კაია კალასი

ესტონეთი უკრაინიდან ახლად ჩამოსულ ლტოლვილებს ვერ დაეხმარება, როგორც ადრე და სთხოვს ფინეთს, გაზარდოს მათი მიღება, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა.

„თუ შევხედავთ, როგორ ბომბავს რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და ცდილობს, უკრაინაში ცხოვრება სრულიად შეუძლებელი გახადოს, მაშინ ყველა ფიქრობს, რომ ლტოლვილთა კიდევ ერთი ტალღაა მოსალოდნელი“, – განაცხადა კალასმა და დასძინა, რომ, სტატისტიკიდან გამომდინარე, “ჯერჯერობით, მორიგი შემოდინება არ მომხდარა”.

კაია კალასის თქმით, ქვეყანაში საცხოვრებლის და სამუშაო ადგილების დეფიციტია, რაც ართულებს ლტოლვილების მიღებას.

”ჩვენ ვესაუბრეთ ფინეთს, რომ ნამდვილად აღარ შეგვიძლია, ამ გზით დავეხმაროთ უკრაინიდან ლტოლვილებს და ფინელებმა განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ, მიიღონ მეტი”, – თქვა ესტონეთის პრემიერმა.

ამჟამად, ესტონეთში 58000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.

თებერვლის ბოლოდან ესტონეთში სულ 104 856 ლტოლვილი შევიდა, აქედან ქვეყანაში 58 225 პირი დარჩა. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ესტონეთის მოსახლეობა 1,331,796 ადამიანს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები