“ჩვენ ვერ გაგვტეხენ” – რას წერს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მამა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას მამა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში..
ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა ..
ჩვენ ვერ გაგვტეხენ.. ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება.
მტრებს ყველაფერი წინ აქვთ.
და მე როცა აღარ ვიქნები, ჩვენი საქმეს, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმეს, მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ..
მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია..”, – წერს არჩილ ხოფერია.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 27 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები