დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად საჭიროა სამედიცინო და არა – პოლიტიკური დიაგნოზი

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად საჭიროა სამედიცინო და არა – პოლიტიკური დიაგნოზი – ექიმის, აპოლიტიკური სპეციალისტების რეკომენდაციები და არა პიარკამპანიის აგორება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ექსპრეზიდენტმა სასამართლოს მიერ მინიჭებული პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.

“პიარკამპანიით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ ხდება, თუკი ეს, რეალურად, ზრუნვის საგანია. პირიქით, კიდევ ერთხელ მყარდება აზრი, რომ ეს არა ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით, არამედ პოლიტიკური მიზნით ხდება, რათა ყველაფერი გაკეთდეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს მიერ მინიჭებული პასუხისმგებლობა აიცილოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები