ირაკლი კობახიძე – “ნაცმოძრაობაზე”: ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა გადაეტრიალებინათ, თავიანთი პარტია გადაატრიალეს
“ნაციონალურ მოძრაობას“ პოლარიზაცია, რადიკალიზმი უნდოდა ქვეყანაში და მიიღეს საკუთარ პარტიაში. ეს ძალიან კარგია იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები თავად პარტიას ასუსტებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის შიდა დაპირისპირება, ბრძოლა სააკაშვილის, კეზერაშვილის ფულისთვის. ეს არის შიდა დაპირისპირება, რომელიც, საბოლოოდ, დაასუსტებს ამ პარტიას და ეს არის კარგი პროცესი. ნაცვლად იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები საქართველოში ჩაეტარებინათ, საკუთარ პარტიაში ატარებენ და ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა გადაეტრიალებინათ, თავიანთი პარტია გადაატრიალეს, რაც ძალიან კარგია. პოლარიზაცია, რადიკალიზმი უნდოდათ ქვეყანაში და მიიღეს საკუთარ პარტიაში. ეს ძალიან კარგია იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა კობახიძემ.