ირაკლი ზარქუა: “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე მოვლენები კეზერას ფულისთვის ბრძოლაა – ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე

“ყველამ იცის, რა პროცესი მიმდინარეობს “ნაციონალურ მოძრაობაში” – ეს არის ბრძოლა კეზერას ფულისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა.

“შიგნით არის კლანებს შორი დაპირისპირება, სხვა დანარჩენი არც აინტერესებთ – ამიტომაა, ერთი ცალკე აქციაზე გარბის, მეორე მეორე მხარეს – ერთი ალთას, მეორე ბალთას, ის კაცი იქიდან ყვირის ჩემს სახელს რატომ იყენებთ ასე უდიერადო. გახსოვთ, ერთმა თქვა დარიშხანით მოწამლესო, მეორემ რაღაც ჩაუყარეს, მოწამლესო – გამოვიდა ის კაცი, არ მოვუწამლივართო. ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები