ხავიერ კოლომინა: თანამშრომლობის გაძლიერება ნიშნავს მეტ ნატო-ს საქართველოში
ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებები, პრაქტიკულ დონეზე აღმოჩენილი დახმარება საქართველოს დაეხმარება, გახდეს ნატო-ს წევრი, როდესაც ამის დრო დადგება და ეს მოხდება იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე, რაც ლიდერებმა რუმინეთში 14 წლის წინ მიიღეს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, უფრო მეტი ნატო-ა ნამდვილად საქართველოში
„თანამშრომლობის გაძლიერება ნიშნავს მეტ ნატოს საქართველოში. მეტი ნატო საქართველოსთვის პრაქტიკულ დონეზე დახმარებით და ასე სხვა მიმართულებებითაც. მე სამჯერ ვიმყოფებოდი საქართველოში და მომავალი წლის დასაწყისში ვაპირებ ვიზიტს. სამიტზე მოვიპატიჟეთ საქართველოს პრემიერმინისტრი გასულ წელს და მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, უფრო მეტი ნატო-ა ნამდვილად საქართველოში. ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებები, პრაქტიკულ დონეზე აღმოჩენილი დახმარება საქართველოს დაეხმარება, გახდეს ნატოს წევრი, როდესაც ამის დრო დადგება და ეს მოხდება იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე, რაც ლიდერებმა რუმინეთში 14 წლის წინ მიიღეს“, – აღნიშნა კოლომინამ.