ჩანგპენგ ჟაო: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ძალიან კარგი საუბარი გვქონდა
ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოს შესახებ მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
ჩანგპენგ ჟაო წერს, რომ პრემიემინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოს.
„დღეს დილით საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოზე”, – აღნიშნავს ჩანგპენგ ჟაო.
Met with Mr. Prime Minister of Georgia 🇬🇪 Irakli Garibashvili this morning. Had a great discussion about Web3 economy and Georgia. https://t.co/aXhHpe98pg pic.twitter.com/l0RGS4O13L
— CZ 🔶 Binance (@cz_binance) November 30, 2022