გივი მიქანაძე: სახალხო დამცველის პოზიციაზე პირის აპოლიტიკურობის კომპონენტი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა

“სახალხო დამცველის პოზიცია გახლავთ ძალიან მაღალი პოზიცია იმიტომ, რომ ეს არის საპარლამენტო კონტროლის დამატებითი ფუნქცია, რომელიც ძალიან დიდი უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის პოზიციაზე არჩეული პირი პროფესიონალი და აპოლიტიკური უნდა იყოს.

“ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონკრეტული პირის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას, მაგრამ ამავდროულად აპოლიტიკურობის კომპონენტი ჩვენთვის არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ჩვენ ვნახავთ- უახლოეს პერიოდში მოხდება თუ არა კონსენსუსი იმის ირგვლივ, რომ მოხდეს 90 ხმის კონსოლიდირება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები