გია ვოლსკი: სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი სპეკულაციაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის და სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი სპეკულაციაა.

“წარმოადგენს თუ არა სააკაშვილი იმ პატიმარს, რომელიც  გადაყვანილი უნდა იქნეს სამკურნალოდ ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გათავისუფლებული იქნეს პატიმრობიდან, რასაკვირველია, ეს სპეკულაციის თემაა და სხვა არაფერი.

პარტიის ლიდერი მელია აცხადებდა კიდეც, რომ მის ადგილას რომ იყოს, აუცილებლად ჩამოვიდოდა და ჩაუდგებოდა რევოლუციას სათავეში. შემდეგ გავიხსენოთ ნიკა გვარამიას განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია შიმშილობა და შიმშილობის შეწყვეტა ჩაითვლება კაპიტულაციად, უკან დახევად და საერთოდ, ამუნათებდა სააკაშვილს, რომ სწორედაც თვითდაზიანება უნდა მიეყენებინა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები