ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, თავი დააღწიოს პატიმრობას და ქვეყნიდან გაიყვანონ, ამიტომ, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებიც ცდილობენ, მისი მდგომარეობა სპეკულაციებისთვის გამოიყენონ

ყველანაირად ცდილობს, თავი დააღწიოს პატიმრობას და ქვეყნიდან გაიყვანონ. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ცდილობენ, მისი მდგომარეობა სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, “ნაცმოძრაობაში” დესტრუქციული ძალები მოქმედებენ, სააკაშვილი კი დათრგუნულია, რადგან  საქართველოში „შემოჭრაზე“ წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დესტრუქციული პროცესები მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულია, რადგან წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა საქართველოში „შემოჭრაზე“, პატიმრობაშია და მისი მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია ფსიქოლოგიური მდგომარეობით. ის ყველანაირად ცდილობს, თავი დააღწიოს პატიმრობას და ქვეყნიდან გაიყვანონ. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ცდილობენ, მისი მდგომარეობა სპეკულაციებისთვის გამოიყენონ. ნიკა მელიას განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ისინი წინააღმდეგი იყვნენ საქართველოში ჩამოსვლის და მიიჩნევენ, რომ მისმა ჩამოსვლამ იგივე მელიას კარტები აურია. სააკაშვილის საქართველოდან გაყვანა შეიძლება მის ინტერესებშიც შედიოდეს, რათა პროცესები მათთვის პარტიის შიგნით უფრო მშვიდობიან გარემოში წარიმართოს. მეორე ფლანგი ცდილობს, შიდაპარტიული დაპირისპირებისთვის გამოიყენოს სააკაშვილის მდგომარეობა და რაღაც აქციებს აანონსებს.

ყველაზე საინტერესოა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის პოზიცია, რომელიც ამბობს, პოლიტიკაში ნუ გამრევთ და ახლოს ნუ გამაკარებთო. ცდილობს, პატიმრობას რამენაირად თავი დააღწიოს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ რაიმე დამატებითი მომსახურება სჭირდება, ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერი უცხოელი სპეციალისტი მოიწვიონ და შესაბამისი პირობა შეუქმნან მუშაობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები