რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: მხოლოდ ერთმანეთის ქიშპითა და საყვედურებით გამოდიან და თავად სპეკულირებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია რაც დაიწყო, მით უფრო მძიმე საყურებელი გახდა პარტია. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, ისინი როგორ არიან დაცლილები ყოველგვარი ღირებულებებისა და რესურსისგან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ ერთმანეთის ქიშპით, საყვედურებით არიან დაკავებული და  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით თავად სპეკულირებენ.
მისივე თქმით, რაც უფრო დასუსტება “ნაცმოძრაობა” მით უფრო გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო.

„მხოლოდ ერთმანეთის ქიშპითა და საყვედურებით გამოდიან და თავად სპეკულირებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით. ეს ადასტურებს, რომ მსგავსი ჯგუფების ადგილი პოლიტიკაში არ არის და რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო. ეს ადამიანები უარს ამბობენ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზის გასაჯაროებაზე, რაც ლოგიკურად გვაფიქრებინებს, რომ სიმულაციური არის საუბრები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ამ ყველაფერს რეალური საფუძველი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებზე არიან ორიენტირებული. გვახსოვს, რომ სააკაშვილს აქვს ნიუ იორკსა და მაიამიში პენტჰაუსები შეძენილი და როცა ასეთი ქონება გაქვს, კიდევ უფრო მეტად არ გესიამოვნება, იყო პატიმარი და სასჯელს იხდიდე სამართლიანად. სხვა მხრივ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ვთქვათ, მას ის სამედიცინო მომსახურება არ მიეწოდება, რაც მისთვის აუცილებელია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები