ალუდა ღუდუშაური: როცა ვაშაძეზე ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდგენაზე, რა ესაქმება მას იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება

“სტრატეგია აღმაშენებელი” ძალიან მდარე ხარისხის შოუს სთავაზობს საზოგადოებას, როცა ვაშაძეზე ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდგენაზე, რა ესაქმება მას იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება და სასიკეთო საქმეები კეთდება – ვაშაძე და მისი მონაგარი პარლამენტში ქვეყნის იმიჯის დაზიანებით არის დაკავებული”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური “სტრატეგია აღმაშენებლის” გადაწყვეტილებას, მონაწილეობა არ მიიღონ უმრავლესობასთან სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში.

ღუდუშაური იმედოვნებს, რომ კონსულტაციებში ოპოზიცია და პოზიცია კონსენსუსის მიღწევას შეძლებს. მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი და ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს დრო ეს გაიაზროს.

“სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით ყველაფერს ვაკეთებთ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ძალა, რომ კონსენსუსი შედგეს და საკითხი იყოს გადაწყვეტილი. არ მგონია ახლა სწორი იყოს კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება, როცა კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ოპოზიციასაც აქვს იმის დრო, რომ გაიაზროს და შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგას, მგონია, რომ დიდი ალბათობით კონსენსუსი შეიძლება, შედგეს. რაც შეეხება ვაშაძეს და” სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიციას, საზოგადოება დიდი ხანია შეეჩვია ვაშაძისგან და მისი “ტროიკისგან” ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას. გიორგი ვაშაძე, “სტრატეგია აღმაშენებელი” ძალიან მდარე ხარისხის შოუს სთავაზობს საზოგადოებას. როცა ვაშაძეზე ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვსაუბრობდეთ საცირკო წარმოდგენაზე, რა ესაქმება მას იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება და სასიკეთო საქმეები კეთდება. ვაშაძე და მისი მონაგარი პარლამენტში ქვეყნის იმიჯის დაზიანებით არის დაკავებული. ის იყო წარსულში ადეიშვილის მოადგილე და დაკავებული იყო იმით, რითაც მწამებელი ადეიშვილი, ახლა განაცხადა, რომ „ტროიკასთან“ ერთად უნდა დაკავდეს, საიდანაც ზურა ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ უკანალის ჩვენებაში არავინ უნდა შეეცილოს, ამ “ტროიკის” შემადგენელ მესამე ნაწილს, ხოშტარიას რაც შეეხება, საზოგადოებამ იცის, როგორ იღებს ის რუსულ რუბლებს და ეს ადამიანები სთავაზობენ საზოგადოებას, რომ რაიმე წინსვლას მოუტანენ ქვეყანას,”- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები