გია ცაგარეიშვილი: ხაბეიშვილს გაახსენდა, რომ „ცხელი შემოდგომა“ მიილია და იქნებ ახლა ზამთრისკენ გაიჭრან ცხელი შემოდგომის ავადსახსენებელი თვეების მოსაგონრად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ “ქართული ოცნების” ოფისთან დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

,,ზამთარი დგება, ხაბეიშვილს გაახსენდა რომ „ცხელი შემოდგომა“ მიილია და იქნებ ახლა ზამთრისკენ გაიჭრან ცხელი შემოდგომის ავადსახსენებელი თვეების მოსაგონრად.
ახლა გადაწყვიტეს, შაბათს, უქმე დღეს ჩვენს პარტიულ ოფისთან მიბრძანდნენ და კიდევ ერთხელ აუწყონ მთელ ქვეყანას, რომ პატიმარი სააკაშვილი, რომელიც უამრავი ადამიანის ტანჯვა-წამებაში არის მხილებული, დღეს არის საქართველოში პატიმარი“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს, 15:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები