დავით მათიკაშვილი – „ნაცმოძრაობაზე”: საკუთარი ბელადის გარშემოც ვერ ერთიანდება ეს რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება
„ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზული კრიზისი უდგას, საკუთარი ბელადის გარშემოც ვერ ერთიანდება ეს რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოწვევების წინაშე არაადეკვატურია.
„მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ხაბეიშვილსაც და მელიასაც. საზოგადოებას სთავაზობენ ისეთ წარმოდგენებს და ისეთი შინაარსის სცენებს, რაც სერიოზულობის ფარგლებს სცილდება და არაადეკვატურია იმ ამოცანების წინაშე, რაც გაქრობის წინაშე მდგარ “ნაციონალურ მოძრაობას” უდგას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.