2023 წლის დაკორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტს დღეს წარედგინება
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განახლებული სახით პარლამენტს დღეს წარედგინება. გაზრდილი ბიუჯეტის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოციალური პროექტებია.
მაგალითად, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარის ნაცვლად, 200 ლარი გახდება. ორმაგდება კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულება და ის 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი გახდება. 2023 წლიდან კი სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.
ასევე, მომდევნო წელს მასშტაბური, დევნილების ბინების მშენებლობა დაიწყება, რომელიც 7000 დევნილ ოჯახზე იქნება გათვლილი.
ამასთან, კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურიზმი.