ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

Official photo of NATO Ministers of Foreign Affairs

ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას.

„იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატოს პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მაშინ, როდესაც ნატო აძლიერებს თავის მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას. ჩვენ ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები