არჩილ თალაკვაძე – “ნაცმოძრაობაზე“: მათ აქვთ ერთი კრედო – საკუთარი გაფუჭებული ურჩევნიათ სხვის გაკეთებულს, ეს დამოკიდებულება ჩანს ყველაფერში 

“მათ აქვთ ერთი კრედო – საკუთარი გაფუჭებული ურჩევნიათ სხვის გაკეთებულს. ეს დამოკიდებულება ჩანს ყველაფერში. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაზოგადოებრივი პოლიტიკური რადიკალური ჯგუფი, აქამდე ე.წ. მთავარი ოპოზიცია, თუმცა, დღეს დაშლის პირას მისული პარტია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა დაჯგუფებები ცდილობენ, მათივე თანაგუნდელის ჯანმრთელობის მდგომარეობით ივაჭრონ.

„ისინი ტკეპნიან საკუთარ მძიმე პოლიტიკურ ბიოგრაფიას და ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, თუმცა, საკუთარ ამომრჩევლებსაც აღარ სჯერათ მათი. ზუსტად ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება გახლავთ ის, რომ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა დაჯგუფება ცდილობს, ივაჭროს მათივე თანაგუნდელის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩაუვარდათ ყველაფერი ნაცარში – არეულობა უნდოდათ, ცდილობდნენ ქვეყანა ჩაერთოთ ისეთ პროცესში, რაც დამღუპველი იქნებოდა, ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეელახათ ევროპაში და დღემდე აგრძელებენ ამ ყველაფერს. სინამდვილეში, რაც დათესეს, იმას იმკიან. იმუქრებოდნენ რიგგარეშე არჩევნებით და აგერ საკუთარ პარტიაში აქვთ რიგგარეშე არჩევნები, ითხოვდნენ პოლიტიკური ლიდერების გადაყენებას და დღეს საკუთარი პოლიტიკური ლიდერის გადაყენებით არიან დაკავებული; ისინი აანონსებდნენ ცხელ შემოდგომას, თუმცა როგორც ხედავთ, საკმაოდ ნორმალური კლიმატია”,- აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები