რატი ბრეგაძე: კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სააკაშვილი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე კითხვაზე – „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სავარაუდოდ, ელექტროსიგარეტის დიდი ოდენობით მოხმარებამ გამოიწვია“ დადებითად პასუხობს და ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტი ნამდვილად მოიხმარს ელექტროსიგარეტს.  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, მე, როგორც არაექიმს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები