მეუფე ნიკოლოზი – მიხეილ სააკაშვილზე: რაც შემიძლია, ვლოცულობ, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნდეს 

2 თვის წინ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ჩვეულებრივად მხვდებოდა და ახლა წევს, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა “ვივამედში” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილი სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაშია.

„დაახლოებით, თვეში 2-ჯერ მივდივარ მის მოსანახულებლად და ბოლო რამდენიმე შესვლაზე, უფრო და უფრო სუსტად მეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით, 2 თვის წინ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ჩვეულებრივად მხვდებოდა და ახლა წევს. ადგომაც არ ვიცი, შეუძლია თუ არა, ვერ დადის. ყოველ შემთხვევაში, სეირნობა გამორიცხულია. ადრე კორიდორებში მაინც სეირნობდა და ახლა არ შეუძლია. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ეს ჩემი შეუიარაღებელი თვალით.
არ ვიცი ეს გადაწყვეტილება როგორ, ვის მიერ და სად ხდება, ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, რომ მე რაც შემიძლია ვლოცულობ იმისთვის, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნდეს. მეც მგონია, რომ ახლა სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი,“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები