არჩილ თალაკვაძე: საქართველოს მართლა ყველა საფუძველი აქვს, სტატუსი მიიღოს, მით უმეტეს – ახლა, როდესაც 12 რეკომენდაციას ასრულებს

ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმატში ვმონაწილეობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ სამართლიანად მიიღოს სტატუსი, რომელიც ეკუთვნის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება არ იყო სამართლიანი.

„ჩვენ ჩვენი ქვეყნის სიმართლეს ყოველთვის დავიცავთ და მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს მართლა ყველა საფუძველი აქვს – სტატუსი მიიღოს, მით უმეტეს, ახლა – როდესაც 12 რეკომენდაციას ასრულებს. როდესაც ევროკომისარი იყო ჩამოსული, მან პირდაპირ თქვა, რომ რეფორმები ევროინტეგრაციის კუთხით სწორი მიმართულებით მიდის. ოპოზიცია მას თავს დაესხა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები