ლევან იოსელიანი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ბრძოლა გავლენისთვის და ამ ბრძოლაში ჩართულნი არიან პარტიის ძველი, ოდიოზური სახეები

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ბრძოლა გავლენისთვის და ამ ბრძოლაში ჩართულნი არიან პარტიის ძველი, ოდიოზური სახეები”, – ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია იმის რესურსი, რომ აქციების გზით ხელისუფლების ცვლილება გამოიწვიოს.

,,ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე მოვლენებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ერთი რამ ცხადია, იქ მიდის ბრძოლა გავლენისთვის და ამ გავლენისთვის ბრძოლაში ჩართულნი არიან ,,ნაციონალური მოძრაობის“ ძველი, ოდიოზური სახეები, მათ შორის ისინი, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

,,ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ცალკე აღებულ პარტიას, არ აქვს ის რესურსი, რომ აქციების გზით გამოიწვიოს ხელისუფლების ცვლილება. ეს ელექტორალური რესურსი მას არ გააჩნია. რა თქმა უნდა, აქციების გამართვას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, თუმცა, ამას ვერ მოჰყვება ის შედეგი, რა შედეგსაც უანონსებენ მოქალაქეებს და ის თამასა, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა აწეული, ჩემი აზრით, მისი ამომრჩევლისთვის იმედგაცრუება იქნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები