მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, გააგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„მთელმა საზოგადოებამ ხაზგასმით და მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ის, რასთან მიმართებითაც დაუშვებელია კომპრომისი. ეს არ არის საკითხი, რაზეც შეიძლება, გავჩუმდეთ და ვიყოთ შემრიგებლური. ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ამავე მიდგომით გააგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას ამ მანკიერების წინააღმდეგ. ამ ტრიბუნიდანაც ვუერთდებით 16-დღიან კამპანიას, და ამ ტრიბუნიდანაც განვაცხადებ ყველას გასაგონად – არა ქალთა მიმართ ძალადობას”, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ქალთა მიმართ ძალადობის თითოეული შემაძრწუნებელი შემთხვევა დაგმო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილების ოჯახებსა და მათ ახლობლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები