მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობაზე“: არაკომპეტენტურობისა და გოიმობის ზეიმი აქვთ პარტიაში

“იმდენად არაკომპეტენტურობისა და გოიმობის ზეიმი აქვთ პარტიაში, რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე და ჭიაბერაშვილი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” ვინ რას აკეთებს, თვითონვე ვერ გაურკვევიათ.

„ალბათ, გახსოვთ წინა ანონსი, რომელიც „ცხელ შემოდგომას“ შეეხებოდა და შემოდგომა ცხელი პოლიტიკური თვალსაზრისით ნამდვილად არ აღმოჩნდა. ახლა კი აანონსებენ პოლიტიკურ წარღვნას პარტიაში, ვერ გაუგიათ – ვინ ვისია და ვინ რას აკეთებს. ამიტომ ცრუ დაპირებებს, თავისი ამომრჩევლების მიმართ თავი დაანებონ და პარტიას მიხედონ, რომელიც ჩამოეშალათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები