გია ვოლსკი: ვენეციის კომისიაში “დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტის გაგზავნაზე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, დავაც დიდი არ ყოფილა ჩვენ შორის
ლოგიკური იყო მოსაზრება, რომ გვენახა დასკვნა, საერთოდ შეფასება ამ თემის, ვინაიდან ეს უცნობია, მსოფლიოში არ არსებობს ასეთი პრაქტიკა და შემდეგ მისი გათვალისწინებით დავბრუნებოდით ამ საკითხების განხილვას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ვენეციის კომისიაში “დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტის გაგზავნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, მმართველმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
“ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, დავაც დიდი არ ყოფილა ჩვენ შორის. პოზიციები განსხვავებული იყო, თუმცა, საბოლოოდ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. დაველოდებით, რას იტყვის ვენეციის კომისია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.