გია ვოლსკი – სააკაშვილზე: კარგად რომ იყოს, რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა

“რაც შეეხება მის კარგად თუ ცუდად ყოფნას, კარგად რომ იყოს, რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხის გარშემო ბევრი სპეკულაციაა.

“არაერთი განცხადება გაკეთდა, ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, უამრავი განცხადება მოვისმინე და როგორც კი სასამართლოში გადაყვანის საკითხი დადგა, თითქოს არაფერი არ არსებობს და თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ. შეუსაბამობა იმდენად დიდია და იმდენად უტიფარია, რომ სხვა არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები