კალაძე: პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რომ დაცული იყოს ყველა პატიმრის, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება

პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ დაცული იყოს ყველა პატიმრის, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თუ რაიმე ღონისძიებაა გასატარებელი, ამას პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.

„ყველაფერზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ – ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებას. შესაბამისად, თუ რამე ღონისძიება არის გასატარებელი, თუ რაიმე ნაბიჯებია გადასადგმელი, შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ დაცული იყოს ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები