ირაკლი კობახიძე: ომბუდსმენობის კანდიდატების სია თანდათანობით გაიფილტრა, იმედია – მოხერხდება პოზიციების შეჯერება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატების სია 19 კანდიდატიდან 8 კანდიდატამდე დავიდა. მმართველი გუნდის წევრი იმედოვნებს, რომ კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხერხდება.

„კანდიდატების სია თანდათანობით გაიფილტრა. 19 კანდიდატი 8 კანდიდატამდე დავიდა. მათ გარშემო გაგრძელდება კონსულტაციები და იმედია, საბოლოოდ მოხერხდება პოზიციების შეჯერება კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები