“ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ რადგან ასეთი თხოვნები იყო, მხედველობაში მივიღეთ და, შესაბამისად, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის შესახებ თხოვნა მიიღო როგორც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისგან, ისე – ევროკავშირის ახლად დანიშნული ელჩისგან.
„მივიღეთ გადაწყვეტილება ვენეციის კომისიაში ამ კანონპროექტის გაგზავნის თაობაზე. ამის მიზეზი იყო თხოვნა, რომელიც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მხრიდან საჯაროდ მოვისმინეთ. მისი რეკომენდაცია იყო ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა. ასევე, შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან და ასეთი თხოვნა მისგანაც მოვისმინეთ. ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ რადგან ასეთი თხოვნები იყო, მხედველობაში მივიღეთ და შესაბამისად, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.