ირაკლი კობახიძე: მელია, ხაბეიშვილი და მუმლაძე ერთმანეთზე უინტელექტო და ერთმანეთზე სამარცხვინოა – საზოგადოება ნახავს, რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პარტია, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

„ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის ეს პროცესი. ერთადერთი, რითაც არის საინტერესო, არის ის, რომ „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი და პარტია თანდათან სუსტდება, რაც ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ნახავს, რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პარტია, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია.

“არის სამი კანდიდატი ამ პოლიტიკურ პარტიაში და სამივე არის ერთმანეთზე უინტელექტო, ერთმანეთზე ოდიოზური და ერთმანეთზე სამარცხვინო. ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიას და მუმლაძეს. საზოგადოება შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, თუ რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ამ პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს. საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები