გიორგი კახიანი – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: ვითვალისწინებთ ჩვენი ევროპელი მეგობრების პოზიციას საკითხთან დაკავშირებით და ამ ინიციატივას ვენეციის კომისიაში გავაგზავნით

“ერთი მხრივ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეიძლება, ამის დიდი აუცილებლობა არ არსებობს იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი მაშინ, როდესაც უკრაინულ მოდელზე იყო საუბარი, მოწონებული იყო, მათ შორის, ევროპის წარმომადგენლების მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი ევროპელი მეგობრების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ გავაგზავნით ამ ინიციატივას ვენეციის კომისიაში“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები