რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე” : უხერხული და სამარცხვინოა, რომ პარტიის შიგნით კანდიდატებმა მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულირება დაიწყეს

ყველაზე უფრო უხერხული და სამარცხვინო ის არის, რომ პარტიის შიგნით კანდიდატებმა მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულირება დაიწყეს, რათა უფრო მეტი ხმა მიიღონ თავმჯდომარის არჩევნებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, პარტიის შიგნით ადამიანებს შორის ბრძოლა პირადი კეთილდღეობისა და ფინანსური სარგებლის მოპოვების მიზნით მიმდინარეობს.

„გუშინ ჭიაბერაშვილის კანდიდატურა დატესტეს, შემდეგ უკვე ხაბეიშვილმა დააანონსა აქცია და ეს არის შიდაპარტიული საარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ ყველაზე უფრო უხერხული და სამარცხვინო ის არის, რომ პარტიის შიგნით კანდიდატებმა მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულირება დაიწყეს, რათა უფრო მეტი ხმა მიიღონ თავმჯდომარის არჩევნებში. ესეც აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი მორალური და ღირებულებითი ფასეულობები არ აქვთ და იბრძვიან იმისთვის, ვინ უფრო მეტ დივიდენდს დააგროვებს პარტიის შიგნით, რათა პირადი კეთილდღეობა უზრუნველყონ,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები