ირაკლი ზარქუა – “ნაცმოძრაობაზე” : ეს სანახაობა დამთავრდება მსოფლიო ფეხბურთთან ერთად, რაც ახლა მიმდინარეობს, უბრალოდ, „პოპკორნი” მოვიმარაგოთ და ვუყუროთ

სანახაობაში ვართ, სადაც ყველა უპრინციპო, მორალისგან დაცლილ ადამიანს პატივი, უფლება და პრეტენზია აქვს, ჭიაბერაშვილს, ხაბეიშვილს და ა.შ. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობაზე კენჭი იყაროს. ეს უკვე ნიშნავს იმას, თუ რა დონეზეა ეს პარტია დაცემული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი შეფასებით, პარტიაში ბრძოლა არა ღირებულებებზე, არამედ “კეზერას მოპარულ ფულზე” მიდის.

„სანახაობაში ვართ, სადაც ყველა უპრინციპო, მორალისგან დაცლილ ადამიანს პატივი, უფლება და პრეტენზია აქვს, ჭიაბერაშვილს, ხაბეიშვილს და ა.შ. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობაზე კენჭი იყაროს. ეს უკვე ნიშნავს იმას, თუ რა დონეზეა ეს პარტია დაცემული. არ შევალ ამ პარტიის შიდა სამზარეულოში, უბრალოდ, ერთს ვიტყვი და მოსახლეობამაც და, მათ შორის, მათმა ამომრჩეველმაც იცის, რომ აქ არ არის ბრძოლა პრინციპებზე, ღირებულებებსა და უკეთეს საქართველოზე, აქ, ბრძოლა არის “კეზერას” მოპარულ ფულზე, ვინ უკეთესად მოახერხებს და ჩაიჯიბავს. ხომ იცით, რომელიც არის „კეზერას” ფული?! ჩვენი მაგარი ბიჭები, ჯარისკაცები რომ გაძარცვა, წაგებული ომის მინისტრი, რომელიც გამდიდრდა. ამ კაცის ფულს შენატრიან და ინაწილებენ, ეს არის და ეს. ვინ უკეთესად მოახდენს მობილიზაციას, ვინც ახლა შემორჩათ პარტიაში, ის იქნება გამარჯვებული. მელია იქნება, “ხაბე” თუ “ჭია”, მე, მაგალითად, მგონია, რომ ამ სამეულიდან არცერთი იმსახურებს [პარტიის თავმჯდომარეობას] და იმსახურებს ბატონი გუბაზ სანიკიძე. ვალერი გელბახიანმა უარი თქვა და ამიტომ არ ვასახელებ მას. გუბაზ სანიკიძე, ბოლო პერიოდში, ყველაზე მეტად იბრძოდა სააკაშვილისთვის და არა “ნაციონალური მოძრაობისთვის”.

ამ „ხაბეს” და მელიას და ა.შ. საარჩევნო პროგრამას რომ გადავხედოთ, ახლა გაახსენდათ სააკაშვილი. ხან რას აბრალებენ და ხან რას. იმ კაცმა თქვა, რომ არ ვარ მოწამლული და შემეშვითო. ამ დონეზე დავიდა უკვე ეს პარტია. ეს სანახაობა დამთავრდება მსოფლიო ფეხბურთთან ერთად, რაც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ არაფერი, უბრალოდ, „პოპკორნი” მოვიმარაგოთ და ვუყუროთ. რეალობა არის ის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია და ამ დონეზე დაეცა”, – აცხადებს ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები