მიხეილ სარჯველაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ყველაფერი ჰგავს ბორბალში მორბენალი ციყვის ძალისხმევას
“ისეთ სპირალში შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“, იქიდან გამოსაძვრომიც აღარ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
„ეს ძალისხმევა და ყველაფერი ჰგავს ბორბალში მორბენალი ციყვის ძალისხმევას. არავითარი პერსპექტივა, რომ ამ თამაშიდან, ამ სპირალიდან გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი შესაძლებლობებით, უბრალოდ, არ არსებობს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.