დავით მათიკაშვილი: “დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ, რათა არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარლამენტის სესიაზე “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ, რადგან კანონის ქართული ვერსია ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა და მმართველი გუნდი სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება.
“რადგან არის ევროკავშირის მხრიდან ასეთი თხოვნა და იმისთვის, რომ არ დარჩეს არსად სივრცე სპეკულაციებისთვის, თუნდაც ჩვენი ოპოზიციისგან, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ამისთვის იქნა მიღებული გადაწყვეტილება , რომ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტის ქართული ვერსია გადაგზავნილი იქნეს ვენეციის კომისიაში. შესაბამისად, არ იქნება სასესიო სხდომაზე მესამე მოსმენით განხილული. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.