ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას აანონსებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად, 3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას აანონსებს.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა.

„მე ჩემს თანამებრძოლებთან და მხარდამჭერებთან ერთად შაბათს, 3 დეკემბერს 15:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან, იქ, სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილებები მოვითხოვოთ მთავარ რამეს, არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა მხოლოდ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მე ამ მიზნით ხვალიდან გავდივარ რეგიონებში, არა მხოლოდ შაბათი დღისთვის, გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. უმოქმედოდ ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ. ხელები უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვიბრძოლოთ. ძალიან მნიშვნელოვანია 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ შევახსენოთ „ოცნებას“ რომ არ ვაპირებთ დანებებას, რომ ვიყოთ უიმედობასა და სასოწარკვეთაში. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, ბრძოლას და ბრძოლას გამარჯვებამდე. მოახლოებულია ბიძინა ივანიშვილის, რუსული ოცნების პოლიტიკური წარღვნა და ჩვენ ამას ყველანი ერთად ხელჩაკიდებული გავაკეთებთ. შაბათს, 3 დეკემბერს, სამ საათზე „ქართული ოცნების“ ოფისთან“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები