„ეს გახლავთ თქვენი შვილი, ასეთ ტყუილებში გაცხოვრებთ ნიკა“ – თაკო ჩარკვიანის მიმართვა ანზორ მელიას (ვიდეო)

„კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატის, ანზორ მელიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ნიკა მელია უკრაინიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების წინააღმდეგი იყო.

ჩარკვიანმა ანზორ მელიას პირდაპირ ეთერში მიმართა და უთხრა, რომ მისი შვილი მას ტყუილში აცხოვრებს, რის დასამოწმებლადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტელეფონში ნიკა მელიას კომენტარი ჩართო, რომელშიც ის აცხადებს, რომ სააკაშვილის ადგილას საქართველოში აუცილებლად ჩამოვიდოდა.

„ეს გახლავთ ნიკა მელია ბატონო ანზორ. ეს არის თქვენი შვილი. აი, ასეთ ტყუილებში გაცხოვრებთ თქვენ ნიკა“, – მიმართა ჩარკვიანმა ანზორ მელიას ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები