ანზორ მელია აცხადებს, რომ თუ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელიას არ აირჩევენ, პარტია დაიშლება (ვიდეო)
„ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი ანზორ მელია აცხადებს, რომ თუ არჩევნებში თავმჯდომარედ ნიკა მელიას არ აირჩევენ, პარტია დაიშლება.
მისი თქმით, ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების დრო არ არის.
„ნიკა მელიამ არ გადაარჩინა დაშლას, როდესაც ევროქოცებმა შექმნეს ახალი პარტია? მაშინ ნულიდან დაიწყეს. ნიკა მელიამ არ გადადო თავი და ციხეში არ ჩაჯდა? ნიკა მელიას არ უღალატეს როდესაც გამოსული არ იყო ციხიდან, რომ შევარდნენ პარლამენტში? ახლა მიშას არ ღალატობენ? ახლა არჩევნების დროა? მადლობელი ვიქნები, თუ ჩემი შვილი ჩამოშორდება პოლიტიკას და რაღაცებს. დავიხოცებით უკვე, აღარ შემიძლია“, – განაცხადა ანზორ მელიამ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.