ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: უზარმაზარ ორგანიზაციას, თავისი უზარმაზარი მხარდაჭერით, უბრალოდ, პატრონი არ ჰყავს
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრონი არ ჰყავს.
როგორც მან აღნიშნა, მას პარტიის თავმჯდომარეობის სურვილი და კონკრეტული სამოქმედო გეგმა გააჩნია.
„ვამბობ, მეც მინდა, მართლა მინდა. შეიძლება ჩემი წინადადება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე ხომ ვასაბუთებ, რისთვის მინდა ამის გაკეთება. ვამბობ სინამდვილეში რა არის გასაკეთებელი, გეგმაც კი მაქვს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ოპოზიციური ერთობა შედგეს ან იყოს ფაბულა, რომელზეც დისკუსიის დაწყება შეიძლება.
გასაგები უნდა იყოს, ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ახლა ხომ გაუგებარია. ახლა ხომ სააკაშვილია რეალურად ყველაფერი. ფაქტობრივად, ეს ხომ თამაშს ჰგავს, რომ სააკაშვილი მართლა ან ცუდად არის ან რეალურად, უნდა ქართული პოლიტიკური სივრციდან გასვლა, ამ უზარმაზარ ორგანიზაციას, თავისი უზარმაზარი მხარდაჭერით, უბრალოდ, პატრონი არ ჰყავს, ანუ უპატრონოდ დარჩება. ხომ ეს პროცესი მიმდინარეობს რომ შეხედოთ?!“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.