იენს სტოლტენბერგი: განვიხილავთ გზებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოს და სხვა პარტნიორების მიმართ

Press Conference by NATO Secretary General Jens Stoltenberg

ბუქარესტში ნატო საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ თემა უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის შედეგად არსებული გამოწვევები იყო.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მთელი ნატოსთვის. ასევე, განვიხილეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის შედეგად არსებული გამოწვევები. რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ ნატო აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ განვათავსეთ ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის ისინი, რომელთაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს აქ, რუმინეთში. კანადური ავიაგამანადგურებლები ასევე გვეხმარებიან თქვენი ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის პეტრიოტის რაკეტები აძლიერებენ თქვენს თავდაცვას. ეს მკაფიო გზავნილია, რომ ნატო აქ არის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე. ბუქარესტში ნატო საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები