პოლონეთში 2022 წლამდე შიდა პოლიტიკაზე კრემლის გავლენებს შეისწავლიან

პოლონეთის მმართველმა პარტიამ სპეციალური კომისიის შექმნის კანონპროექტი წარადგინა, რომელიც 2007-2022 წლებში ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე რუსეთის გავლენებს შეისწავლის.

ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

„აუცილებელია, შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის რუსეთის გავლენას პოლონეთის საშინაო პოლიტიკაზე 2007-2022 წლებში. ამიტომ, დღეს “კანონისა და მართლმსაჯულების” პრეზიდენტთან, იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად, ასეთი კომისიის შექმნის კანონპროექტი შეგვაქვს”, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში იყო ოპოზიციური პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები, რომლებიც „ხშირად ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის სტრატეგიულ ინტერესებს გერმანიისა და რუსეთის სასარგებლოდ“ და ამაში გარკვევაა საჭირო.

„უნდა გავარკვიოთ, როგორ მოეწერა ხელი არახელსაყრელ შეთანხმებებს, რამაც რუსეთზე დამოკიდებულება გამოიწვია… ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პოლონეთის ყოფილ ენერგეტიკულ პოლიტიკასთან, საზოგადოებას უნდა წარედგინოს და სათანადო დასკვნები იყოს გამოტანილი“, – დასძინა პოლონეთის პრემიერმა.

კანონპროექტის თანახმად, გადაწყვეტილებებს შორის, რომელთა მიღებასაც კომისია შეძლებს, არის რუსული გავლენის შედეგად მიღებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გაუქმება; სახელმწიფო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელების აკრძალვა 10 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები