მეუფე იოანე: ვინც საპატრიარქოს განცხადებებს არასწორად იგებს, ეს მათი ცნობიერების პრობლემაა
“წლების განმავლობაში სულ ისმის კრიტიკა ეკლესიის მიმართ. ყველაფერში ცუდის დანახვა ნიშნავს, რომ მათ ასეთი ხედვა აქვთ და ჩვენ ვერ ვაიძულებთ, შეცვალონ ეს ხედვა”, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც საპატრიარქოს განცხადებებს არასწორად იგებს, ეს მათი ცნობიერების პრობლემაა.
„როდესაც ეკლესია სახარებისეულად ამბობს სიტყვას, მეორე პოლუსზე სხვაგვარად ხდება გაგება და ისმის კრიტიკა ან ბრალდებების წაყენება. ეს არის გაუგებრობა. სხვა ცნობიერება აქვთ მათ. სხვა კრიტერიუმები, მიზნები აქვთ და ამიტომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, მაგრამ უფალმა თქვა – თუ მე მდევნეს, თქვენც გდევნიან, თუ ჩემი ისმინეს – თქვენსასაც ისმენენ. უფალმა თქვა, რომ ზოგი მიიღებს თქვენს სიტყვას, ზოგი დაგიპირისპირდებათ.
ვინც საპატრიარქოს განცხადებებს ცუდად, არასწორად იგებს, ეს მათი ცნობიერების პრობლემაა და არა ის, რომ რეალურად რაიმე ცუდი ითქვა. ითქვა ის, რაც არის, რომ წლების განმავლობაში სულ ისმის კრიტიკა ეკლესიის მიმართ. ყველაფერში ცუდის დანახვა ნიშნავს, რომ მათ ასეთი ხედვა აქვთ და ჩვენ ვერ ვაიძულებთ, შეცვალონ ეს ხედვა“, – განაცხადა მეუფე იოანემ.