ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივას იურიდიულ კომიტეტში მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ კომიტეტში მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროექტი არ პასუხობს ევროპულ რეკომენდაციებს და ევროკავშირის მოთხოვნებს. ასევე, მათთვის მიუღებელია ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი.

მმართველ გუნდში ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმებიან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციის არგუმენტები თითიდან გამოწოვილია.

„პირადად ვერ დავეთანხმები ოპოზიციის შეხედულებას, ისევე როგორც ჩემი გუნდის უმრავლესობა, იმიტომ რომ მგონია, ეს ცოტა თითიდან გამოწოვილ არგუმენტს ჰგავს, რაღაც მიზეზს, რის გამოც კანონპროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილები დარჩნენ, თორემ რეალურად არაფერი დაეწუნება ამ კანონს. რაც შეეხება დამოუკიდებლობის ხარისხს, პროცედურები იმდენად გამჭვირვალედ არის გაწერილი, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შიშებს, რასაც ცდილობენ რომ წარმოაჩინონ, საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა  მიხეილ სარჯველაძემ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვისას სხდომას ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ფრიდონ ინჯია ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები