ხატია დეკანოიძე: ექიმები ამბობენ, რომ კლინიკიდან სასამართლოში სააკაშვილის გადაყვანა არ შეიძლება – პასუხისმგებლობას ვერ იღებენ

“საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მკურნალმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედიდან“ საქალაქო სასამართლოში მის პროცესზე დასასწრებად ეტაპირების ნება არ დართეს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექიმები სააკაშვილის გადაყვანაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ.

“ვესაუბრე ექიმებს, რომლებიც ამბობენ, რომ მისი გადაყვანა არ შეიძლება.

სააკაშვილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, რომ საავადმყოფოდან სასამართლომდე მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდება – ეს თქვა პირდაპირ მკურნალმა ექიმმა. მათ თქვეს, რომ მისი ამ ეტაპზე გადაყვანა არის წარმოუდგენელი”, – აცხადებს დეკანოიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები