ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ჩინეთში უკვე მესამე დღეა კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი ფიქსირდება.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, 25 ნოემბერს გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 35 183 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულთა უმრავლესობაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში 24 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 31 656, ხოლო 25 ნოემბერს – 32 943 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები