USAID-მა უკრაინას კიდევ 80 გენერატორი და 22,5 ათასი საბანი გადასცა

USAID-მა უკრაინელებს 80 გენერატორი და 22 500 საბანი გადასცა.

ამის შესახებ კიევში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.

„იმ დროს, როდესაც რუსეთი შუქის ჩაქრობას ცდილობს, USAID-ი უკრაინას 80 გენერატორს აწვდის“, – დაწერა ელჩმა “ტვიტერზე”.

მისი თქმით, საბნებს გათბობის პუნქტებს გადასცემენ.

ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობამ ამ მიზნით 55 მილიონი დოლარი გამოყო და უკრაინისთვის 1600 გენერატორის მიწოდება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები